ანალენა ბერბოკი - რუსეთის ომს უკრაინაში დამანგრეველი შედეგები მოაქვს რუსეთის ხელმძღვანელობისთვის

უკრაინაში რუსეთის შეჭრას „დამანგრეველი შედეგები“ აქვს რუსეთის ხელმძღვანელობაზე, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა ორშაბათს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა.

”ჩვენ ვხედავთ რუსული აგრესიული ომის დამანგრეველ შედეგებს პუტინის ძალაუფლების სისტემაზეც”, - განაცხადა ბერბოკმა და დასძინა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ”თავდასხმას აყენებს საკუთარ თავს”.

„ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ბზარებს რუსეთის პროპაგანდაში. ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, რუსეთში „ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლა" მიმდინარეობს, რაშიც გერმანია არ ერევა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა იყო "მხოლოდ ერთი მოქმედება ამ რუსულ სპექტაკლში".

„აშკარად ვხედავთ, რომ ამან ასევე გამოიწვია ძალაუფლებისთვის ბრძოლა რუსეთში. ამიტომ გაურკვეველია, სხვა რა მოქმედებები მოჰყვება ამ სპექტაკლში“, - დასძინა ბერბოკმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება