კონფერენცია „რელიგია და კანონის უზენაესობა“ გაიხსნა

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციის, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“, ინიციატივითა და ორგანიზებით, მუშაობა დაიწყო საერთაშორისო კონფერენციამ თემაზე: „რელიგია და კანონის უზენაესობა“.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენციის პირველი სესია გახსნეს და სტუმრებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის (IGE)“ ვიცე პრეზიდენტი, ჯეიმს ჩენი, რომლებმაც ხაზი გაუსვეს პრობლემის აქტუალურობას და მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოსთვის.

„კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებული სტარტი უსურვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

პირველი მოხსენებით, თემაზე რელიგიის თავისუფლების გლობალური მიმოხილვა, კონფერენციის მონაწილეებს მიმართა ამერიკელმა ექსპერტმა, ნადინე მაენზამ.

დღესვე, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მოხსენება: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ისაუბრებს თემაზე -რელიგიის თავისუფლების საფრთხეები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა შესახებ ისაუბრებს პროფესორი ელიზაბედ კლარკი (ა.შ.შ.) და სამართლის პროფესორი,დოქტორი ერიკ ჯენსენი (ა.შ.შ), საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების მრგვალი მაგიდის გლობალურ ქსელზე - გრეგ მიტჩელი (ა.შ.შ.).

მოხსენებების შემდეგ დაგეგმილია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერთა გამოსვლები.

საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას ხვალ განაგრძობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა