ადვოკატი - სერგო შუბითიძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს ბრალი წაუყენეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განაცხადა, შუბითიძე წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება.

"აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მას შეეშალა, პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. არაერთხელ ვიყავით გამომძიებელთან და საქმის მასალები ვიცით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ნაჩქარევი აღმოჩნდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ეხებოდა ისეთ ადამიანებს, რომელთა რეპუტაციაც შეიძლებოდა შელახულიყო“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ ყოფილა გამომძიებელ სერგო შუბითიძეზე ზეწოლა მის მიერ მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ადვოკატი ამბობს, რომ „არავითარი ზეწოლა არ ყოფილა“.

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულასთან" ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება