აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაკომპანია WizzAir -ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, კომპანია WizzAir ფრენებს მსოფლიოს 51 ქვეყნის 190-ზე მეტ ქალაქში ახორციელებს და მის საბორტო ჟურნალს კი ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა.
„ავიაკომპანია WizzAir მგზავრებს აჭარაში მოგზაურობის მიზეზებს აცნობს. „ბათუმში სტუმრობის 10 მიზეზი“ ამ სახელწოდებით სტატიას „ვიზეარის“ მილიონობით მგზავრი ზაფხულის განმავლობაში გაეცნობა. სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის Wizz ივნისი, ივლისი, აგვისტოს გამოცემებშია განთავსებული. სტატიაში წარმოჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებები. კომპანია WizzAir ფრენებს მსოფლიოს 51 ქვეყნის 190-ზე მეტ ქალაქში ახორციელებს. მის საბორტო ჟურნალს კი ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებსა და პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას აგრძელებს. ამჯერად, აჭარის საიმიჯო კამპანიები მიმდინარეობს საერთაშორისო ტელევიზიებში Euronews, Deutsche Welle, BBC.
რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიის ბმული