გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა „საარჩევნო სამართლის“ სასწავლო დისციპლინის ფარგლებში ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო სხდომა ადმინისტრაციულ საქმეზე - მოთხოვნა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ცნობით, სხდომა გაიმართა წარმომადგენლობის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში და მისი მიზანი თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება იყო.

„სასამართლო პროცესში ჩართვით სტუდენტებმა შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, დაეუფლნენ საარჩევნო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, გაეცნენ სარჩევნო სისტემებს, საარჩევნო კანონმდებლობასა და მის აღსრულებას, არჩევნების როლს სამოქალაქო საზოგადოებაში.

სასამართლო პროცესისთვის სტუდენტთა მომზადება უზრუნველყო სამართლის სკოლის მიერ მოწვეულმა სპეციალისტმა, ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით თოდრიამ.

სხდომას ესწრებოდა ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ამირან მესხიშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის