გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივნისს, 10:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს: ავჭალის მასივში, გლდანში, ავჭალაში, ავჭალის 2-ის დასახლებაში. 15:40 საათიდან 19:00 საათამდე, აბონენტებს სოფლებში: მუხათწყარო, ლისი, თხინვალა.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, მჭადიჯვარი, ვარდისუბანი, ოძისი, ბაქაქურები, ხოლო 12:10 საათიდან 15:10 საათამდე, სოფლებში: ბიწმენდი, ჯიღაურა, ჭოპორტი, საგურამო, გალავანი, ნავდარაანთკარი, ბურიანი, ახატანი, მისაქციელი.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.