გიორგი ამილახვარმა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა გამართა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან დევიდ ვან უილთან შეხვედრა გამართა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას – გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა დევიდ ვან უილს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში საქართველოს საკითხის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობას.

„მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-ს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების უფრო მეტად ჩართულობას საერთო უსაფრთხოების გამოწვევებისა და ნატო-ს პრიორიტეტების შესაბამის კვლევით საქმიანობაში. მინისტრის თქმით, ეს პროგრამა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს წამყვან მეცნიერებთან ერთად იმუშაონ მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე. გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ NATO-ს პროგრამით „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ არაერთი ქართველი მკვლევარი უკვე დაინტერესებულია.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, ნატო-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) ფარგლებში, ნატო-საქართველოს სამეცნიერო დიალოგის ფორმატის შექმნაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება იდეების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. ნატო-სა და საქართველოს შორის სამეცნიერო დიალოგის ფორმატის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე ბრიუსელში.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მრავალწლიანი სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა