სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება

ისეთი ქმედების ჩადენისათვის, როგორიცაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: ანრი ოხანაშვილმა, მაია ბითაძემ, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა მოამზადეს.

პროექტს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, დაჩქარებული წესით განიხილავენ.

“სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილებებით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; არაერთგზის, ჯგუფურად – გამოიწვევს დაჯარიმებას თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა