იაგო ხვიჩია - გრიგოლ ვაშაძის უნამუსობამ ყველაფერს გადააჭარბა - კარგი მიმართულება ჰქონდა აღებული, რომ ჩუმად იჯდა პარლამენტში, დღეს ჩვენს წინააღმდეგ გაილაშქრა და მიიღო პასუხი, კიდევ მიიღებს

როცა ვყიდულობ ჩვეულებრივ დისკს, სადაც არაფერი წერია და იმის გამო, რომ მომავალში რაიმე მუსიკა შეიძლება მასზე ჩაიწეროს, საავტორო გადასახადს რომ უნდა ვუხდიდე მუსიკოსებს, ამაში რა ლოგიკაა?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საავტორო უფლებების შესახებ კანონი უკვე საკმაოდ გაფუჭებულია და ახლა ავტორთა საზოგადოების მენეჯმენტის გამოცვლა სურთ. ხვიჩია მიიჩნევს, რომ ზოგადად, საავტორო უფლებების გადააზრება უნდა მოხდეს.

"საავტორო უფლებების შესახებ კანონი უკვე საკმაოდ გაფუჭებულია ჩვენს ქვეყანაში, ახალი განსაკუთრებული აქ არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ ავტორთა საზოგადოების მენეჯმენტი გამოიცვლება და იგივე ფუნქციას შეასრულებს სხვა მენეჯმენტი. "ქართული ოცნება" სხვა მენეჯმენტს უჭერს მხარს, ავტორებს ეუბნებიან, ეს ცოტას გიხდიდათ და სხვა მეტს გადაგიხდითო, ამიტომ არის ბევრი ავტორი მონდომებით შეპყრობილი აქ. რაც შეეხება საავტორო უფლებების გადააზრებას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ ის საერთოდ არავის ინტერესს დაიცავს, მიმართულია მსმენელების, ანუ მომხმარებელთა საწინააღმდეგოდ. მაგალითად, ამ კანონპროექტით იბეგრება შემომტანები "ფლეშკის", დისკის, რაიმე მეხსიერების, სადაც შეიძლება რაიმე მუსიკა, ფილმი ჩაწერო. მიუხედავად იმისა, რომ ზეგ შეიძლება საკუთარი ბავშვის ვიდეოები ჩაწეროს ადამიანმა, ჩვენ ფულს გადავიხდით, როცა ამ "ფლეშკას" ვიყიდით და იქ შესული იქნება საავტორო უფლებების გადასახადი. ეს რა შუაშია, როცა მე ვყიდულობ ჩვეულებრივ დისკს, სადაც არაფერი წერია და იმის გამო, რომ მომავალში რაიმე მუსიკალური ნაწარმოები შეიძლება მასზე ჩაიწეროს, საავტორო გადასახადს რომ უნდა ვუხდიდე მუსიკოსებს, ამაში რა ლოგიკაა? შემსრულებლებს ვთხოვ პასუხს, ასეთი ფული ეკუთვნით თუ არა. როცა ასეთ კითხვებს ვსვამ, მწვავე პასუხები არის, მაგრამ ბატონი გრიგოლის(ვაშაძე) უნამუსობამ ყველაფერს გადააჭარბა. მეც მომიწია ამიტომ უხეში სიტყვების თქმა. ჩვენს საუბარს სისულელედ მიიჩნევდა და მე მგონია, რომ კაცი, რომელმაც თავის თანაგუნდელები ჩახსნა სიიდან, თვითონ პარლამენტში არ უნდა იჯდეს საერთოდ, რადგან მის გამო არ სხედან მისი თანაგუნდელები. მერე საერთოდ მისი პარტიიდან წავიდა, ყოველმხრივ ამორალური ქმედებებით გამორჩეული პოლიტიკოსი ჩვენს წინააღმდეგ საერთოდ სიტყვას არ უნდა იღებდეს, ჩუმად უნდა იჯდეს და კარგი მიმართულება ჰქონდა აღებული, რომ ჩუმად იჯდა პარლამენტში. დღეს ჩვენს წინააღმდეგ გაილაშქრა და მიიღო პასუხი, კიდევ მიიღებს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია