მამუკა მდინარაძე - მთელი მსოფლიო, მათ შორის უკრაინელებიც ხმას არ იღებდნენ, აკვირდებოდნენ სიტუაციას, საქართველოდან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, ლექსებიც კი მიუძღვნეს პრიგოჟინს

გამონათქვამები, ფრაზები უტყუარად ადასტურებდნენ, პატარა მიზეზის შემთხვევაშიც კი, როგორ ცდილობენ, ომისკენ მოწოდებას კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური ძალები , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზციის წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა.

მდინარაძის თქმით, საქართველოდან პოლიტიკური პირები და ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებდნენ და გულშემატკივრობდნენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს.

„როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვსაუბრობდით იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე, ამას კრიტიკა მოჰყვებოდა ხოლმე. მთელი დღის განმავლობაში გამონათქვამები, ფრაზები უტყუარად ადასტურებდნენ, პატარა მიზეზის შემთხვევაშიც კი, როგორ ცდილობენ ომისკენ მოწოდებას, კონკრეტული ადამიანები, თუ პოლიტიკური ძალები. ეს არ იყო შემთხვევით დაგეგმილი კამპანია და იმედია, ქართული საზოგადოება კარგად მიხვდება, თუ ვინ არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, ამ დროს. მხოლოდ იმპულსურად მოქმედებენ თითოეულ ახლა ამბავზე.

მთელი მსოფლიო, მათ შორის უკრაინელებიც ხმას არ იღებდნენ და აკვირდებოდნენ სიტუაციას. მთელი მსოფლიოს ყველა, ლიდერი საუბროდა იმაზე, რომ "უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას", რადგან არავინ იცოდა, იყო თუ არა ეს დადგმული პროვოკაცია თუ რეალური ამბოხი. სამწუხაროდ, საქართველოდან პოლიტიკური პირები და ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებდნენ რუსეთში შიდა სამხედრო დაპირისპირებისას ერთ-ერთ მხარეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხარე იყო ის ადამიანი, რომელიც ყველაზე სასტიკად იყო ჩაბმული უკრაინის ომში. ამ ადამიანს [ევგენი პრიგოჟინი] და ამ ადამიანებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ საქართველოდან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. მთელი დღის განმავლობაში ვხედავდით ჰიბრიდული ომის წარმოების ნიშნებს, ამას თან ერთოდა პანიკის დათესვის მცდელობა. როდესაც ლექსებიც კი მიუძღვნეს პრიგოჟინს, მხარს უჭერდნენ, გამოხატავდნენ მხარდაჭერას, ჩემი კომენტარი ამას ვერც დაამძიმებს, ვერ შეამსუბუქებს, ყველა შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ფაქტები, რა კამპანია მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში და საზოგადოება დასკვნებს ადვილად გამოიტანს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით