"საქპატენტის" თავმჯდომარე - კანონში ცვლილებების შედეგად, ავტორთა უფლებების გაუმჯობესებას და მათთვის უფრო ეფექტიანი მექანიზმების მინიჭებას ველოდებით

კანონში ცვლილებების შედეგად, ავტორთა უფლებების გაუმჯობესებას, ავტორებისთვის უფრო ეფექტიანი მექანიზმების მინიჭებას ველოდებით, - ამის შესახებ "საქპატენტის" თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობა შეიცავს გარკვეული ტიპის ხარვეზებს და კანონპროექტი, რომელსაც კულტურის კომიტეტზე განიხილავენ, მათ გამოსწორებაზეა ორიენტირებული.

"ველოდებით ავტორთა უფლებების გაუმჯობესებას, ავტორებისთვის უფრო ეფექტიანი მექანიზმების მიცემას, რათა მათი უფლებები გარანტირებულად იქნას დაცული და მათი ჰონორარების შეგროვება და განაწილება სამართლიანად მოხდეს. კანონპროექტი მომზადდა ევროდირექტივების მიხედვით, ჩართულები იყვნენ ევროპელი ექსპერტები, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. მათი უმრავლესობა გათვალისწინებულია,"- განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, ელექტრონულ მატარებლებზე ჩანაწერი შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ევროპულ პრაქტიკასაც.

"ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. მოქმედ კანონმდებლობაშიც ასევეა მითითებული და რაც მთავარია საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა უკვე ამ საკითხზე და მიიჩნია, რომ ეს ჩანაწერი ანუ ავტორთა უფლება, რომ ფიზიკური პირების მიერ მათი უფლების ელექტრონული მატარებლების გამოყენების შედეგად, მიეღოთ ჰონორარი, მიიჩნია სამართლიანად და სწორად. ამიტომ ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობაც და კანონპროექტიც," - განაცხადა გიორგაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის