„საქართველოს ბანკი” ქალი მეწარმეებისთვის  გაყიდვების თანამედროვე მიდგომებზე ვორკშოპს გამართავს

საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ მიზნით 28-29 ბანკისა და EFSE Entrepreneurship Academy-ს პარტნიორობის ფარგლებში გაყიდვების სფეროს თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით ვორკშოპი გაიმართება. შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B-ს სივრცეში ჩატარდება და მას კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელი, ნანა აბურჯანიძე გაუძღვება.

„დამსწრე ქალბატონებთან ვისაუბრებ გაყიდვების სწორად წარმართვასთან დაკავშირებულ ისეთ თემებზე, როგორიცაა: როგორ გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს; როგორია ბაზარი და კონკურენცია; რამდენად ესადაგება პროდუქტი თანამედროვე მიდგომებს; როგორ შევუქმნათ მოტივაცია გაყიდვების გუნდს, როგორ ვმართოთ მოლაპარაკებები და ავაწყოთ ურთიერთობა მომხმარებელთან”,- განაცხადა კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელმა, ნანა აბურჯანიძემ.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ვორკშოპზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

„ვორკშოპი მხოლოდ "საქართველოს ბანკის" მომხმარებლებისთვისაა, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, შეგიძლიათ ონლაინ გახსნათ ანგარიში და საჩუქრად მიიღოთ ბიზნესპროდუქტები, რომლებიც თქვენი საქმიანობის ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. თუ ანგარიშს ონლაინ, 31 აგვისტომდე გახსნით და შეუკვეთეთ Mastercard ბიზნეს ბარათს, ანგარიშის გახსნისას 50%-იან ქეშბექს მიიღებთ.

მეტი დეტალი ხელმისაწვდომია თანდართულ ბმულზე“,- ნათქვამი ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის