დავით სონღულაშვილი - ტურიზმის შესახებ ახალმა კანონპროექტმა ადეკვატურად უნდა მოაწესრიგოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა „ტურიზმის შესახებ" კანონპროექტი.

კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ „ტურიზმისა და კურორტების შესახებ" მოქმედი კანონი მოძველებულია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. მისივე განმარტებით, არსებული კანონი მიღებულია 1997 წელს და ვერ პასუხობს გამოწვევებს, რომელიც დღეს ტურიზმის სექტორის წინაშე დგას.

“კანონპროექტმა ადეკვატურად უნდა მოაწესრიგოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა, ტურისტთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და უნიკალური სერვისების შეთავაზება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და დასაქმების თვალსაზრისით.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ტურისტული ასოციაციების და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს