პროკურორი - პროკურატურა ბრალდებულ სერგო შუბითიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხე.

"ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ მას მობილური ტელეფონი შეეშალა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. გამოკითხვის ოქმში მან ზოგადად დააფიქსირა, რომ აღიარებს და ინანიებს ქმედებას. რაც შეეხება მოტივაციას და იმას, თუ რატომ მიაწოდა მან სასამართლოს ცრუ ჩვენება, აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულს ბრალის წარდგენის დროს არ უსაუბრია. მოცემულ შემთხვევაში, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ვინაიდან, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხე. მიგვაჩნია, რომ პატიმრობა არის ერთ-ერთი რელევანტური აღკვეთის ღონისძიება",-განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულასთან" ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას