პროკურორი - სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების არგუმენტაცია და განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა სამი საფრთხე - მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენა და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურება

პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მხრიდან არსებობდა მიმალვის საფრთხე.

როგორც მან სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

"ბრალდებულს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა სამი საფრთხე - ეს არის მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენა და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურება. მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით განიმარტა, რომ ბრალდებული თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის მომავალშიც, შესაძლოა, მიემალოს გამოძიებას.

ასევე, განხორციელებული დანაშაულის სპეციფიკისა და ხასიათიდან გამომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება სერგო შუბითიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმალვას არ აპირებს, მარი მეშველიანის განმარტებით, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ სერგო შუბითიძე საზღვარგარეთ გეგმავდა წასვლას.

"აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს მოწმეთა და მისი თანამშრომლების ჩვენებები. გარდა ამისა, მან სიუჟეტში განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებას აპირებდა", - განაცხადა პროკურორმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, სერგო შუბითიძეს დაკავებისას არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო