გიორგი ტყემალაძემ „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის დახურვის ღონისძიებას დაესწრო და სპორტის რამდენიმე სახეობაში ჩატარებულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თავმჯდომარე ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა, გამარჯვებულ სტუდენტებს ჯილდოები გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ ყველას „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის წარმატებით ჩატარებას. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ფესტივალის მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება. 30 ათასი მონაწილე მართლაც ძალიან დიდი რიცხვია. მადლობას ვუხდი ფესტივალის ორგანიზატორებს და რა თქმა უნდა, თქვენ, ჩვენს ახალგაზრდობას, იმისათვის, რომ როგორც ინტელექტუალურად, ისე ფიზიკურად ასეთი ჯანსაღი და წარმატებულები ხართ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ ფესტივალზე.

„სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის ფარგლებში ჩატარებულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები ასევე დააჯილდოვეს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ და საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ.

რიყის პარკში გამართული ფესტივალის დასკვნით გალა-ღონისძიებაზე სპორტის 16 სახეობასა და 5 კულტურულ-შემოქმედებით აქტივობაში ჩატარებულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს შესაბამისი ხარისხის მედლები, თასები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებული სამი საუკეთესო უნივერსიტეტიც გამოვლინდა. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტებად დასახელდა.

„სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის ფარგლებში ჩატარებულ შეჯიბრებებსა და კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების 30 000-მდე სტუდენტმა მიიღო.

ყოველწლიური მასშტაბური პროექტი, რომელიც 25 მაისიდან მიმდინარეობდა, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას, აქტიური შემოქმედებითი სტუდენტური ცხოვრების განვითარებას, სტუდენტებისათვის მოტივაციის ამაღლებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

‘’სტუდენტური ფესტივალი - 2023“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას უმაღლესი თანამდებობის პირები, უნივერსიტეტის რექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით