სანდრო რაქვიაშვილი - რაც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული ხალხის მიერ ხდება, მე რომ გავაკეთო, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი - ვითომ რადიკალები არიან, პირიქით „ოცნების“ „გამპრავებლები“ არიან

რაც ზოგადად, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ან მასთან აფილირებული ხალხის მიერ ხდება, მე რომ გავაკეთო, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომელიც სხვა პარტიას არასდროს ეპატიება.

„თუ გადავხედავთ ზოგადად, ოპოზიციურ ფლანგზე, რა ხდება ხოლმე, „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომელიც სხვა პარტიას არასდროს ეპატიება. დაწყებული იუსტიციის საბჭოს წევრები რომ აარჩევინეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა, დღეს თაკო ჩარკვიანი გამწარებით იცავდა საავტორო უფლებების შესახებ „ქართული ოცნების“ კანონს და ასეთი უამრავია. ის, რაც ხდება ზოგადად, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ან მასთან აფილირებული ხალხის მიერ, მე რომ გავაკეთო, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. ეს ყოველთვის კითხვებს აჩენს, მეტიც, უბრალოდ, ახლა, რაც ქვეყანაში ხდება, მეორე სასესიო კვირაა, ორშაბათობით ერთი მეორეზე უარესი კანონების წარმოუდგენელი რაოდენობა შემოდის“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ვითომ „ძალიან რადიკალები“ არიან, ხელისუფლების „გამპრავებლები“ არიან თავისი ქცევით და განცხადებებით.

„არც ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები იყვნენ განსაკუთრებით წინააღმდეგი ჯანდაცვის კანონის შემთხვევაში, ეს ხომ ძალიან უცნაურად გამოიყურება? ამიტომ, ეს არის პრობლემა. სრული მარაზმი ხდება. ერთი მეორეზე უარესი კანონპროექტი შემოდის და რომ გადაიხედო ოპოზიციის ფლანგზე, ვითომ ძალიან რადიკალები არიან, „თავს იკლავენ“ და მთელი ამბავი, პირიქით, ამათი „გამპრავებლები“ არიან თავისი ქცევით თუ არა განცხადებებით. ზოგჯერ განცხადებებითაც, ზოგჯერ ღილაკის დაჭერითაც. ეს მგონი ძალიან სერიოზული პრობლემაა და ამაზე საკმარისი დისკუსია არ მიდის“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო