თეთრი სახლის პრეს-სპიკერი - ოფიციალური ვაშინგტონი „ღრმად შეშფოთებულია“ იმ ფაქტით, რომ ისრაელის ხელისუფლება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროში ახალი დასახლებების შექმნას გეგმავს

ოფიციალური ვაშინგტონი „ღრმად შეშფოთებულია“ იმ ფაქტით, რომ ისრაელის ხელისუფლება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროში ახალი დასახლებების შექმნას გეგმავს.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერის განცხადებით, ისრაელის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს, რასაც აშშ-ის ხელისუფლება არ მიესალმება.

BBC-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე დასახლებაში დამატებით 5 700 ახალ სახლს ააშენებს. ბოლო 6 თვის განმავლობაში ისრაელმა დასავლეთ სანაპიროში 13 000-ზე მეტი შენობა ააშენა. პალესტინის ტერიტორიაზე ახალი დასახლებების შექმნა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება