ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, ბრალდებულ გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.

სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, რამდენიმე მოწმეს დაკითხავენ, მათ შორის, საპროექტო ორგანიზაციის დირექტორს.

„დღევანდელ სხდომაზე შპს „ელემსის“ დირექტორს და მის კონსტრუქტორს წარმოვადგენთ. აღნიშნული მოწმეები ჩვენებებს გაყალბებული პროექტის ცვლილებებთან დაკავშირებით მისცემენ. მოგეხსენებათ, პროექტია ცვლილებები გაკეთებულია შპს „ელემსის“ სახელით და მისი არქიტექტორების ხელმოწერებით, აღნიშნული მოწმეები დაადასტურებენ, რომ პროექტის ცვლილებები მათ არ შეუდგენიათ და გაყალბებულია“, - განაცხადა საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ბრალდების მხარისგან საპირისპიროს აცხადებს გიგა გიგაშვილის ადვოკატი კახა წერეთელი.

„მათ თავიდან ისეთი პოზიცია ჰქონდათ, თითქოს, საქმის კურსში არ იყვნენ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაშინ, როცა უშუალოდ პროექტის ავტორი ესწრებოდა შეხვედრას, სატელევიზიო ინტერვიუც კი აქვს მიცემული, სადაც ადასტურებს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსშია, შესაბამისად, აღნიშნულზე კითხვებს გავაჟღერებთ“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. აღნიშნულ საქმეზე 9 პირია ბრალდებული და მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა