თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკურ უნივერსიტეტთან და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის გამარჯვებული გახდა

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „სტუდენტური ფესტივალი 2023“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სპორტის 16 სახეობაში ტურნირები და კულტურული მიმართულების ტურები (ქართული ხალხური სიმღერა, ქართული ცეკვა, საესტრადო სიმღერა, თანამედროვე ცეკვა, ბენდების კონკურსი) ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მიიღეს.

საბოლოოდ, სტუდენტურ ფესტივალზე მოპოვებული გამარჯვებების მიხედვით ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებმა.

ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულებად სწორედ აღნიშნული სამი უმაღლესი სასწავლებელი დასახელდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს სტუდენტებს ამ ღირსეულ გამარჯვებას.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას