კახა კალაძე - თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას სრულად, 120 ათასი ლარით დააფინანსებს

თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაციას სრულად, 120 ათასი ლარით დააფინანსებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერია უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100%-ით დაფინანსდება.

„დედაქალაქის მერიაში ჯანდაცვის მიმართულებით უამრავი პროგრამა ფინანსდება. ერთ-ერთი მთავარია ღვიძლის გადანერგვის პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის დაწყებისას, ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე მოქალაქე მუნიციპალიტეტის მხრიდან, მომსახურებისთვის განსაზღვრული ტარიფის 50%-ით ფინანსდებოდა. მოგვიანებით, დაფინანსება 10 ათასი ლარით გაიზარდა და 70 ათასი ლარი შეადგინა. თუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ღირდა 120 000 ლარი, დედაქალაქის მერია თბილისში მცხოვრებ ადამიანებს აფინანსებდა 70 000 ლარით. იგივე პროგრამა ხორციელდებოდა ბათუმში. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პრემიერის გადაწყვეტილება აღნიშნული პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მისასალმებელია. დაფინანსების ოდენობა სახელმწიფოს მხრიდან განისაზღვრა 100%-ით. ჩვენ პრემიერის გადაწყვტილებას მივესალმებით და, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას ვუერთდებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.

„დედაქალაქის მერიაც 100%-ით, ანუ სრულად დააფინანსებს ტრანსპლანტაციის პროგრამას, რათა აღნიშნული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა გამოვხატოთ. აქამდე თუ მხოლოდ 70%-ით ფინანსდებოდა და დანარჩენი თანხების მოძიება თვითონ ამ ადამიანებს უწევდათ, ამიერიდან ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მოსარგებლეები არიან თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის ისეთი პირები, რომლებსაც ამ ერთი წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუმცა წყვეტის პერიოდში, რეგისტრაცია სხვა მუნიციპალიტეტში არ გაუვლიათ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის