შალვა პაპუაშვილი დენდროლოგიურ პარკზე - ვიცი, რომ ეს საბოლოოდ ჩვენი ხალხისთვის არის გამიზნული და ასეც იქნება, ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, დენდროლოგიური პარკი მიზიდულობის წერტილად იქცა და ახლა ამ იდეის გაუფასურება უნდათ.

ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილმა დედას შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი აჩუქა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანია, ადამიანებში საკითხების მიმართ არასწორი დამოკიდებულება შემოიტანონ.

„ესეც არის სწორედ იმის ნაწილი, რომ ადამიანებში საკითხების მიმართ არასწორი დამოკიდებულება შემოიტანონ. ის, რა მიზანსაც ემსახურება დენდროლოგიური პარკის შექმნა, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდო დენდროლოგიური პარკის შექმნაში და არა მხოლოდ, თავად ამ პარკის შექმნის იდეა, ნახეთ კიდევაც რამდენად მიზიდულობის წერტილად იქცა. ამ იდეის გაუფასურება უნდათ. თავისთავად, ის პროექტები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, ეს ხომ არ არის პირველი საქველმოქმედო ხასიათის პროექტი, რომელიც საბოლოოდ, ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენს ქვეყანას ხმარდება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი ეს განცხადება იმას, რომ არ ბერა ივანიშვილს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დედისთვის არ უჩუქებია, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ტექნიკურად რა და როგორ არის, არ იცის.

„ვიცი, რომ ეს საბოლოოდ ჩვენი ხალხისთვის არის გამიზნული და ასეც იქნება. ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს, მათ შორის ქონების გადაცემის საკითხს. საბოლოო მიზანი რაც არის, ბიძინა ივანიშვილმაც თავად გაახმოვანა. ეს პარკი ჯერ კიდევ შექმნის პროცესში არის. ის თავის დროზე გადაეცემა ისე სახელმწიფოს, როგორც ეს თავის დროზე იყო გაცხადებული. გაცხადებული მიზანი რაც არის ამ დენდროლოგიური პარკის შექმნა, ზუსტად ამ მიზნის მიხედვით მოხდება ყველა ეტაპის გავლა. ეს პარკი შეივსება ბუნების სხვადასხვა ძეგლებით“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა