რუსთავში ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ცენტრალური ზონა მოიცავს ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს. შემუშავებულ გეგმაში გაწერილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

„აღნიშნული გეგმის მთავარი პრიორიტეტებია სამრეწველო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორიდან გამოწვეული დამაბინძურებლების შემცირება. წარმოდგენილი მართვის გეგმა ასევე ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოება, ჰაერის დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში, ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა და მასში, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, რუსთავის მერიის ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორის, მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ