28-29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (Foreign Policy Research Institute, USA) მიერ ორგანიზებული კონფერენცია: „ცვლილებები შავი ზღვის რეგიონში: უსაფრთხოების, სტრატეგიული კავშირისა და მდგრადობის გაძლიერება“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ საექსპერტო და სამეცნიერო დიკუსიას და ცნობიერების ამაღლებას და ამავდროულად, კონფერენცია მნიშნელოვნად იქნება ფოკუსირებული შავი ზღვის ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების ანალიზზე მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.
„კონფერენცია თავს მოუყრის ექსპერტებს და აკადემიური სივრცის წარმომადგენლებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან. კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ფაილი.
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N1, G კორპუსი. რეგისტრაცია: დასწრება თავისუფალია. რეგისტრაცია სავალდებულოა. სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/zBIW5“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.