ირაკლი ქადაგიშვილი - ვიხილეთ პრიგოჟინზე მიძღვნილი ლექსები, „GO,GO, ჟენია, წინ!“ - რადიკალური ოპოზიცია გულშემატკივრობდა იმას, ვინც ყველაზე პირსისხლიანი, მებრძოლი და უკრაინის დამრბევი იყო

ვიხილეთ მიძღვნილი ლექსები პრიგოჟინზე, ვიხილეთ „GO,GO, ჟენია, წინ!“ და გულშემატკივრობდნენ იმას, ვინც ყველაზე პირსისხლიანი, მებრძოლი და უკრაინის დამრბევი იყო, მათ შორის უკრაინელი ბავშვების რუსეთში რეპატრიაციის, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილის ოპოზიციის გამოხმაურებებს რუსეთში მომხდარ შიდა დაპირისპირებაზე.

ქადაგიშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობა მოვლენების განვითარებას აკვირდებოდა.

„რამდენიმე დღის წინ, ყველა მომსწრე ვიყავით იმ მოვლენების,რომელიც რუსეთის ფედერაციაში განვითარდა და ჯერჯერობით კიდევ არ არის ნათელი, თუ რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ნათელი გახდა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის ის მოუთმენლობა და დიდი პროვოკაციის ის წყურვილი, რაც კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და გლობალური ომის პარტიის ქართულმა ფილიალმა გამოავლინა, „დავკეტოთ ლარსი“, „შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი“, „მოვიწვიოთ უშიშროების საბჭო“, „მოვახდინოთ ჯარების სასწრაფო მობილიზაცია“ და ეს ყველაფერი, რომ იტყვიან, ჯერ კიდევ ყვავილები იყო იმასთან შედარებით, როდესაც ითქვა, რომ ახლა უკვე ის გეოპოლიტიკური ჟამი არის დამდგარი, როდესაც ჩვენ ომით დაკარგული ბრძოლით უნდა დავიბრუნოთ, ანუ პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებზე უნდა გადავსულიყავით. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო აკვირდებოდა, პირველ რიგში, მოვლენების განვითარებას. ზუსტად ასევე აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას ყველა პასუხისმგებლობიანი მთავრობა და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებაც და საქართველოს მთავრობაც. ვიხილეთ მიძღვნილი ლექსები პრიგოჟინზე, ვიხილეთ „GO,GO, ჟენია, წინ!“ და გულშემატკივრობდნენ იმას, ვინც ყველაზე პირსისხლიანი მებრძოლი და დამრბევი იყო უკრაინის, მათ შორის უკრაინელი ბავშვების რუსეთში რეპატრიაციის და გვეგონა, აქ ვიღაცებს რადიკალური ოპოზიციიდან, რომ ამ ბოროტებას შეუძლია მეორე ბოროტებაზე გამარჯვება და ამით საქართველო რაღაც სიკეთეს მიიღებდა. ბოროტებაზე ბოროტებით გამარჯვებული კეთილ ნაყოფს ვერასდროს გამოიღებს. ერთი დასკვნა, რაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა - სწორედ ასეთი მიდგომებით იყო გაჟღენთილი წინა ხელისუფლების საქმიანობა და ქმედება. სწორედ ასეთმა გაუთვლელმა, იმპულსურმა, პირად პოლიტიკურ მიზნებზე აგებულმა ნაბიჯებმა ან ისეთმა საგარეო კარნახით, რომელზეც ნორმალურად არც დაფიქრებულან, თუ რა, როგორ უნდა გაკეთებულიყო საშუალება მისცა პუტინს სწორედ, რომ მისი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განეხორციელებინა. დაუფიქრებელმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა სწორედ ამ აგრესიის განხორციელების ნოყიერი ნიადაგი მისცა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რამდენად უპასუხისმგებლო ოპოზიცია ჰყავს.

„ამავდროულად, მათ შორის, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამაც დაინახა და შეაფასა, თუ რას ნიშნავს როცა ოპოზიცია ასეთი გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს სახელმწიფოს, ხელისუფლებაში ასეთი ოპოზიციის მოსვლა. რას ვეუბნებით ჩვენ ოსებს და აფხაზებს? - როგორც კი, საშუალება მოგვეცემა იარაღით შემოვალთ? და რა მესიჯს ვეუბნებით ევროპას, ვართ ის უპასუხისმგებლო ხალხი, ვისაც შეგვიძლია ევროპაში ისევ რაღაც ქარ-ცეცხლი შევიტანოთ და ახალი კონფლიქტები გავაჩაღოთ? არავითარ შემთხვევაში! ჩვენ დღეს, „GO,GO, ჟენიასგან“ ერთადერთი რამ მივიღეთ, იმის გარდა, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაიგო, ვინ არის ოპოზიცია, მივიღეთ ბელორუსში რუსებისგან ხელდაბანილი, მრავალათასიანი შეიარაღებული რაზმი, რომელზეც უკვე რუსეთსა და პუტინს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს. სამი საათის სავალში არის კიევიდან, ლიეტუვის საზღვრიდან და პოლონეთის საზღვრიდან. როგორი იქნება მათი შემდეგი ქმედება, ეს არის ყველაზე საინტერესო“, -აცხადებს ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, ბოლომდე ერთგული იყოს იმ კურსის, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და რომელიც გამარჯვების კურსია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო