დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლები მზად არიან, რომ კანონით დაწესებული მინიმალური ხელფასის ოდენობა შეიცვალოს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლები მზად არიან, რომ კანონით დაწესებული მინიმალური ხელფასის ოდენობა შეიცვალოს, მაგრამ მომავალი რისკები ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს.

მისივე თქმით, მინიმალური ხელფასის ოდენობა ფართო საზოგადოების და ექსპერტების ჩართულობით უნდა განისაზღვროს.

“მინიმალურ ანაზღაურებას 20 ლარს არ განვიხილავთ, რადგან ეს არის სიმბოლური, წლების წინ მიღებული და იგი, რა თქმა უნდა, საქართველოს რეალობას არ შეესაბამება. მინიმალური ანაზღაურება ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა. პრინციპულად, ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლები ამ იდეას არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით მხარს ვუჭერთ, მაგრამ მაინც საჭიროა ექსპერტებთან, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამის განხილვა, იმისათვის, რომ ჩვენ გადავდგათ ის სწორო ნაბიჯები, რაც კი არის ადაპტირებული ევროპულ და მსოფლიო სინამდვილეში.

სწორედ ჩვენ ოდენობასთან დაკავშირებით შეკითხვები გვაქვს, მაგრამ ეს პასუხი არ არის ის, რომ ჩვენ ვთქვათ ჩვენი პოზიცია. ეს პასუხი უნდა გამომდინარეობდეს ფართო საზოგადოების, ექსპერტების ჩართულობით და უნდა განვსაზღვროთ ესა თუ ის ოდენობა, რა დადებით და უარყოფით მხარეებს წარმოაჩენს, მას შემდეგ თუ იგი მიღებული იქნება. ჩვენ მხოლოდ დადებითი მხრიდან ნუ შევხედავთ, აუცილებლად რისკები უნდა შევაფასოთ. კერძო სექტორში ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე პროფკავშირებმა წარმოადგინა. ამდენად, იმას, რომ ბიზნესი ამისთვის მზად არ არის, ვერ ვიტყვით, ვინაიდან დიდი ხანია ბიზნესი სერიოზულად ზრუნავს თავისი სამუშაო ძალის და კადრების განვითარებაზე, შენარჩუნებაზე.

ბიზნესის ინტერესი არის ძალიან დიდი, მზაობა არის და არავითარი პრობლემა არ არის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ უნდა განვიხილოთ ის რიკები, რაც კი შეიძლება წარმოიშვას შემდეგ”, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

როგორც მან განმარტა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში არ არის ისეთი კომპანია, რომელიც დასაქმებულს 500 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებას უხდის.

“საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ფარგლებში ისეთ კომპანიას, სადაც დასაქმებულს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს, ჩვენ არ ვიცნობთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი წევრები არ არიან. ამდენად, 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ალბათ, განიხილება სოფლის მეურნეობის სექტორში ან კერძო სექტორში”, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა