საგამოძიებო სამსახურში უწყების წარმომადგენლებმა კომპანია Tether-ის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში უწყების წარმომადგენლებმა კომპანია Tether-ის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს, რომელსაც ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი, პაოლო არდოინო ხელმძღვანელობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ციფრული გადახდების პლატფორმა CityPay.io-ს ხელმძღვანელი პირები.

„შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, მიმოიხილეს საფინანსო მომსახურების გაციფრულების ტენდენციები და მათი შესაძლო გავლენა საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ სექტორზე, შესაბამისად - პოტენციური დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოვლენისა და პრევენციის აუცილებლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

განხილული იქნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების გადამზადების პერსპექტივები ისეთი თემატიკის გათვალისწინებით, როგორებიცაა: ფულის გათეთრების რისკების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება; საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მისი სამართლებრივი საფუძვლები; ციფრული მიკვლევადობა, მათ შორის ბლოკჩეინ სისტემებში; ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ ამოქმედებული ციფრული გადახდების საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩო და ა.შ.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, კონკრეტული მიმართულებით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა