კოკა კაციტაძე - ვიდეო ჩანაწერებით, რაც ჩვენს ხელთაა, არანაირი ძალადობა არ არის აღწერილი - ლუკა შველიძე იყო მოსული, გაეცნო საქმის მასალებს და რაიმე პრეტენზია ჩვენთან, რომ საგამოძიებო ორგანომ რაიმე მოქმედება არ ჩაატარა, არ დაუფიქსირებია

იმ ვიდეო ჩანაწერებით, რაც ჩვენს ხელთ არის, არანაირი ძალადობა არ არის აღწერილი. რაც მთავარია, ლუკა შველიძე იყო მოსული, გაეცნო საქმის მასალებს და რაიმე პრეტენზია ჩვენთან, რომ საგამოძიებო ორგანომ რაიმე მოქმედება არ ჩაატარა, არ დაუფიქსირებია, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ მედიასთან ლუკა შველიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კაციტაძემ აღნიშნა, ლუკა შველიძეს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დაზიანების ნიშნები არ გამოვლინდა.

„როგორც კი ეს ინფორმაცია გაჟღერდა მედიით, ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამ ფაქტზე გამოძიება. თავად შველიძე იყო გამოკითხული, ყველა პირი გამოვკითხეთ სამართალდამცავი ორგანოდან, ვისაც კი შეხება ჰქონდა შველიძესთან. ამოვიღეთ და დავაიდენტიფიცირეთ ვიდეო ჩანაწერები, რომელიც “აგროჰაბთანაა” განთავსებული. იმ ვიდეო ჩანაწერებში, რომელიც ჩვენს ხელთ არის, არანაირი ძალადობა არ არის აღწერილი. რაც მთავარია, ლუკა შველიძე მოსული იყო, გაეცნო საქმის მასალებს და რაიმე პრეტენზია ჩვენთან, რომ საგამოძიებო ორგანომ რაიმე მოქმედება არ ჩაატარა, არ დაუფიქსირებია. ამ დროისთვის, დადასტურებულად არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მის მიმართ ძალადობა განხორციელდა. ამას არ ადასტურებენ სამართალდამცავები და შველიძეც.

მის მიმართ ჩავატარეთ სამედიცინო ექსპერტიზა და არანაირი დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა”,-აღნიშნა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული სტუდენტი, ლუკა შველიძე აღნიშნავდა, რომ მის პალატაში იარაღიანი მამაკაცი შევიდა.

ლუკა შველიძე აცხადებდა, რომ აღნიშნული პირი მას პოლიციის თანამშრომლად გაეცნო. როგორც შველიძემ განმარტა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მას დაკავებითაც დაემუქრა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება