გივი მიქანაძე - დეპოლარიზაცია ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება, იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ცდილობენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს

დეპოლარიზაცია ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება. იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ცდილობენ ყველაფერს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, დღის წესრიგში ისეთი თემები შემოიტანოს, რაც საზოგადოების პოლარიზებას და დაძაბულობას იწვევს.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად ორიენტირებულია მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდირება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ქვეყნის ევროპული მომავალი, ტრადიციების და ღირებულებების დაცვა, რაც თავისთავში გულისხმობს ევროპულ ღირებულებებს, ამის საპირისპიროდ რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით ცდილობს ისეთი თემების და საკითხების შემოტანას, რაც იწვევს პოლარიზაციას და დაძაბულობას. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ქართველ ხალხთან ერთად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კონსოლიდირებას და არ მისცემს შესაძლებლობას ხელმოცარულ ოპოზიციას, დააზიანოს ჩვენი მომავალი და ხვალინდელი დღე.“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა