დავით ფაცაცია საბურთალოს რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლიანა მალიაშვილთან ერთად, საბურთალოს რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტები გააცნო.

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობა და გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

აღნიშნული მიზნით, ამჯერად, საბურთალოს რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შევხვდით, გავაცანით აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მოვისმინეთ მათი საჭიროებები.

საბურთალოს რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საბურთალოს რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს განვახორციელებთ“, - აცხადებს დავით ფაცაცია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს