გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართული დისკუსია ძალადობის საკითხების განხილვას დაეთმო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „ძალადობა - ჩვენი დროის მთავარი გამოწვევა“.

ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანელური დისკუსიის მთავარმა სპიკერებმა: ხათუნა კალაძემ - მედიცინის დოქტორმა, ამირან მოსულიშვილმა - სამართლის დოქტორმა, თამარ დორეულმა - ფსიქოლოგიის დოქტორმა, კონკრეტული საქმეების განხილვითა და პრაქტიკული ელემენტების ჩართვით, ისაუბრეს ძალადობის, როგორც ადამიანის უფლებების შემლახავი ქმედებისა და მისი კომპონენტების, ძალადობის სახეებისა და ნიშნების შესახებ, განმარტეს ძალადობის გამოვლენის ფორმები, განმაპირობებელი ფაქტორები, პრევენციული ღონისძიებები და ის სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც სხვადასხვა სახის ძალადობასთან მიმართებით გამოიყენება. აღინიშნა იმ ხარვეზებისა და გადაცდომების შესახებაც, რომლებიც ამ სფეროში ჯერ კიდევ თავს იჩენს.

„გრუნის დოქტორანტმა, მოქმედმა ადვოკატმა და წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის იურისტმა - ნინომ ენდელაძემ, საინტერესო ფაქტები მოიყვანა პრაქტიკიდან და სამართლებრივად შეაფასა თითოეული საქმე.

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები, რომლებმაც პროფესორებისაგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით.

განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ სამივე მიმართულებისა და ყველა საფეხურის სტუდენტები.

შეხვედრის დასასრულს პროფესორმა ხათუნა კალაძემ მონაწილეებს მისი ავტორობით გამოცემული მოკლე კლინიკური სახელმძღვანელო - „ოჯახური და სექსუალური ძალადობა“ გადასცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში