მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე ბრიტანულ არქიტექტურულ და დიზაინერულ საერთაშორისო კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს, ამავე კომპანიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, შეხვედრა კომპანია Zaha Hadid Architects - ის ინიციატივით შედგა. მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული კომპანია დაინტერესდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რის შესახებაც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„კომპანია Zaha Hadid Architects 1980 წელს დაარსდა და მისი დაპროექტებული არაერთი ღირსშესანიშნავი შენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია აშენებული. მათ შორის არის ბეთჰოვენის სახელობის მუსიკალური ცენტრი ბონში, ტოკიოს და ყატარის საფეხბურთო სტადიონები, ცათამბჯენები Signature Towers, დუბაიში და სხვა მრავალი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება