„საქართველოს ფოსტისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

„საქართველოს ფოსტისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად, შედგა წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“.

„მნიშვნელოვანია, რომ საიუბილეო გამოცემას თან უნიკალური ფოტოები ერთვის, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს. პირადი მიმოწერის კრებულში შესული ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები, სულ სხვა თვალით გაგვაცნობს დიდ საზოგადო მოღვაწეს.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებისათვის გაიმართება ფოსტის არქივში არსებული მარკების გამოფენა. მარკები შექმნილია უნივერსიტეტის, უნივერსიტეტის დამაარსებლისა და სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების თემატიკაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს