ბავშვების მხარდასაჭერად World Vision-მა Carter's საქართველოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა დაიწყო

საერთაშორისო ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია World Vision საქართველომ და კომპანია Carter's საქართველომ დაიწყეს გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და მშობლების მხარდაჭერას სხვადასხვა სოციალური თუ ცნობიერების ამაღლების კამპანიებით, - ამის შესახებ ინფორმაციას World Vision საქართველო ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული ინიციატივა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, რაც გულისხმობს ბიზნესის კეთილ ნებას წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში.

„მსოფლიოს მასშტაბით ბევრი კომპანია აცნობიერებს საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობას ადამიანებისა და გარემოს წინაშე. შესაბამისად, კერძო სექტორში არაერთ კომპანიას საკუთარ სტრატეგიაში დანერგილი აქვს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრაში. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების ხელშეწყობა, გარემოზე ზრუნვა, სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებაში თანამონაწილეობა და სხვა.

სასიხარულოა, რომ საქართველოშიც უფრო მეტი კომპანია იჩენს საქველმოქმედო კამპანიებში ჩართვის ინიციატივას და საზოგადოების სასიკეთოდ დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. რაც არამარტო მომხმარებლებში ზრდის ნდობას და კეთილგანწყობას აღნიშნული კომპანიის მიმართ, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების და ქვეყნის განვითარებას.

ამისთვის აუცილებელია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები იყოს ხანგრძლივი და მდგრადი, რომელიც სარგებლის მომტანი იქნება როგორც საზოგადოებისთვის ასევე ბიზნესისთვისაც. სწორედ ამ მიზნით მოხდა World Vision საქართველოს და Carter's საქართველოს დამეგობრება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის დაწყება.

პირველი ერთობლივი ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა ჩვილ ბავშვთა დღის ცენტრით მოსარგებლე სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად. ამ ინიციატივას საბავშვო ბაღი პატრონუსიც შემოუერთდა, რომლის აღსაზრდელებმაც საგანგებოდ ღონისძიებისთვის შექმნეს ნამუშევრები და ნახატები თემაზე „მეგობრობა“. ღონისძიება გალერეა თბილისში მდებარე Carter's საქართველოს მაღაზიაში გაიმართა, სადაც ბაღის აღსაზრდელების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. საქველმოქმედო გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შეეძლოთ დონაციის გაკეთება და ბავშვების ნახატების დათვალიერება. შეგროვებული თანხა სრულად გადაეცა World Vision საქართველოს ჩვილ ბავშვთა დღის ცენტრს. ასევე, აღსანიშნავია რომ 1-2 ივნისს, მაღაზიის რეალიზაციიდან შემოსული თანხის 5% სრულად გადაირიცხა ამავე ცენტრში, რომელიც ბავშვების და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

World Vision საქართველოს ინფორმაციით, გამოფენის პარალელურად, პატრონუსის აღსაზრდელებისთვის და დანარჩენი ბავშვებისთვის მოწვეულმა ანიმატორებმა სახალისო თამაშებში გამართეს - პატარა სტუმრებს ასევე გადაეცათ Carter's-ის სასაჩუქრე ვაუჩერები და მადლობის სიგელები საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობისთვის. კვირეულის ფარგლებში, World Vision-ის და Carter's საქართველოს წარმომადგენლები ასევე ეწვივნენ ჩვილ ბავშვთა დღის ცენტრს, სადაც მათ პირადად გაიცნეს აღსაზრდელები და მათ ასაკზე მორგებული ინდივიდუალური საჩუქრებიც გადასცეს.

„მოხარულები ვართ, რომ World Vision საქართველოს და Carter's საქართველოს შორის თანამშრომლობა შედგა. ეს არის ჩვენი პირველი ერთობლივი ღონისძიება ჩვილ ბავშვთა დღის ცენტრის მხარდასაჭერად. World Vision საქართველო 10 წელზე მეტია ქ. თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებს სოციალურად დაუცველ ბავშვების დღის ცენტრით მოსახურების პროგრამას. დღის ცენტრი არის ბაგა-ბაღის ტიპის დაწესებულება, რომელიც ემსახურება 6 თვიდან 30 თვემდე ასაკის აღსაზრდელებს. მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ასაკის შესაბამისი განმავითარებელი აქტივობებით ხელს უწყობენ ბავშვების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. საქართველოში ეს არის უნიკალური ბაღი, რომელიც ფუნქციონირებს გახანგრძლივებული საათებით (9:00-20:30 სთ), რაც შესაბამისად სოციალურად დაუცველ ოჯახებს აძლევს შესაძლებლობას იზრუნონ განათლებასა და/ან დასაქმებაზე.

გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ პატრონუსის ბაღის აღსაზრდელებს მონაწილეობისთვის და Carter's საქართველოს მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ბიზნესი/კომპანია ჩაერთოს ბავშვის მხარდამჭერ აქტივობებში და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით“, - აღნიშნა თეონა ნავდარაშვილმა, World Vision საქართველოს კომუნიკაციების და ფონდების მოძიების მენეჯერმა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მათ სურთ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ სიყვარული, სხვაზე ზრუნვა, გაუღვივონ ემპათია და სიკეთის კეთების სურვილი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პირველი კამპანიაც სახელით „ბავშვები ბავშვებისთვის“. მათ, ვისაც სურვილი აქვთ თავადაც ჩაერთონ და იზრუნონ ბავშვებზე, მარტივად შეუძლიათ გააკეთონ ონლაინ დონაცია შემდეგ ბმულზე.

მნიშვნელოვანია, რომ კამპანია არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტივობით. World Vision და Carter's საქართველო, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მომავალშიც გეგმავენ მრავალფეროვან აქტივობებს მოწყვლადი ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერად.

„Carter's-ისთვის ყოველი დღე ბავშვთა დღესასწაულია, ამ დღეს ჩვენთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ამ საქველმოქმედო აქტივობით დაიწყო ჩვენი და World Vision საქართველოს მეგობრობა. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალებით ძალიან ბევრ სასიკეთო საქმის გაკეთება შეგვიძლია“, - განაცხადა თამარ ცაგარეიშვილმა, Carter's საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა.

ინფორმაციისთვის, World Vision ბავშვთა დაცვის უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების, ჯანსაღი და ინკლუზიური გარემოს შექმნის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„ორგანიზაცია წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რომლის საქმიანობა მოიცავს ბავშვების, მოწყვლადი ჯგუფების და სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების მხარდაჭერას და მათთვის უკეთესი პირობების შექმნას. ორგანიზაციას დღემდე მრავალი პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული პარტნიორ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ორგანიზაცია ღიაა თანამშრომლობისთვის და დაინტერესებულ კომპანიებს, ორგანიზაციებს თუ ფიზიკურ პირებს აძლევს საშუალებას იზრუნონ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე! დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ: www.worldvision.ge; https://www.facebook.com/WorldVisionInGeorgia/; https://www.instagram.com/worldvisiongeorgia/,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა