მაია ბითაძე ოპოზიციას - მიზანმიმართულად ქმნით ფონს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

90-იან წლებში იყო ასეთი ტერმინი - „მდედრიონი“. ეს იყო ეგზალტირებულ ქალთა გაერთიანება, რომელთა წვლილი თბილისში სამოქალაქო ომის დაწყებაში ძალიან დიდი იყო - ჩვენს კოლეგებს არ ახსოვთ ეტყობა, ისტორია და ის ბოღმა, ღვარძლი, სიბოროტე, რასაც ზოგიერთი ქალბატონი დეპუტატი სხდომათა დარბაზში აფრქვევდა, დღეს, პირდაპირ ხელს აძლევს რუსეთს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი შიდა დაპირისპირება ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რუსულ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ისინი უკვე ამას აღარ მალავენ, სანქციების მოთხოვნაზე საუბრობენ. ქალს, ზოგადად, აქვს დედის ინსტიქტი და მშვიდობა სურს, მაგრამ ჩვენს ოპოზიციონერ ქალბატონებს ეს ინსტიქტი, როგორც ჩანს, გამქრალი აქვთ და ვაგნერელებადაც კი იქცნენ - მათ მხარდამჭერებად“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, დეპოლარიზაცია არ ნიშნავს, რომ თუ ერთი მხარე იცრუებს, ქვეყანას ავნებს, მეორე მხარემ პასუხი არ უნდა გასცეს.

„ვიცოდი, რომ ჩვენმა ოპოზიციონერებმა ინგლისური იცოდნენ. ისიც ვიცოდი, რომ მათი ტელევიზიების ზოგიერთმა თარჯიმანმა ინგლისური არ იცის, მაგრამ დღეს აქ ისეთი ტყუილი მოვისმინეთ სტოკჰოლმში გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით, რომ არ შემიძლია, არ გამოვყო. იქ ითქვა, რომ 3 რეკომენდაცია 12-დან არის სრულად შესრულებული, 8- ზე ითქვა, რომ არის პროგრესი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ქმნიან ფონს, რომ ქვეყანამ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის