"ევროპის უნივერსიტეტმა" პროექტი - "ვიცნობდეთ საქართველოს" დაიწყო

"ევროპის უნივერსიტეტის" თვითმმართველობის ინიციატივით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით პროექტი სახელწოდებით "ვიცნობდეთ საქართველოს" დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი” ავრცელებს.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, პროექტის მიზანია "ევროპის უნივერსიტეტის" უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ისტორიული ადგილები გააცნოს და მათში ქართული კულტურის შესახებ ცნობადობა გაზარდოს.

„პროექტის ფარგლებში პირველი ერთდღიანი ტური მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, ყაზბეგში დაიგეგმა. უცხოელმა სტუდენტებმა ჟინვალის წყალსაცავი, ანანური, გერგეთი, გველეთის ჩანჩქერი და გუდაურის პანორამული ხედი დაათვალიერეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში