მიხეილ სარჯველაძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემუშავებული ინიციატივები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების სტანდარტები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მათ დასაძლევად დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. „კონფერენციის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიების დროს მსჯელობა წარიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაძლიერების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების ნაწილში სამსახურის გაფართოებული მანდატის განხორციელებისა და სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებებში მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერებისა და მოწმეთა დაცვის გაუმჯობესების საკითხებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს