ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს თავს დაესხნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ.

ხაბეიშვილის თქმით, დავით ოსიყმიშვილი „უმოწყალოდ“ არის ნაცემი.

„რამდენიმე წუთის წინ, “ნიღბებით" საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი - დავით ოსიყმიშვილი.

სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა. "ბესპრიძელია" - ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა სიკვდილი და ძალადობა დაგვიანონსეს. მოქმედება დაწყებული აქვთ“, - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ლევან ხაბეიშვილი და თანამშრომლის ფოტოებს აქვეყნებს.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით