შეიძინე ცნობილი ბრენდების კონდიციონერები სახლიდან გაუსვლელად

თუ კონდიციონერის შეძენას გეგმავთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოიცალეთ შესარჩევად, ნუ ინერვიულებთ! რადგან ყველაზედიდი ინტერნეტ მოლი extra.ge გაძლევთ საშუალებას, სხვადასხვა ფიზიკურ მაღაზიაში წარმოდგენილი კონდიციონერები ონლაინ ერთ სივრცეში დაათვალიეროთ, შეარჩიოთ და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ, ისე რომ მის ტრანსპორტირებაზეც კი არ იფიქროთ, რადგან ექსტრას კურიერები უსაფრთხოების ნორმების დაცვით, წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით მოგიტანენ ყველგან, სადაც გაგიხარდებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით.

Extra გთავაზობთ ცნობილი ბრენდების თანამედროვე კონდიციონერებს კონკურენტულ ფასად. Bosch, Midea, Gornje, Samsung, Panasonic და სხვა წამყვანი ბრენდების მოდელების შერჩევა შეგიძლიათ ექსტრას საიტზე.

მახასიათებლები დეტალურად აქვს მითითებული თითოეულ პროდუქტს, კითხვების გაჩენის შემთხვევაში, ექსტრას ონლაინ კონსულტანტი დაგეხმარებათ და გაგარკვევთ თქვენთვის საინტერესო ყველა დეტალში.

გარდა ვიზუალური მხარისა და იმ ძირითადი მახასიათებლებისა, რაც კონდიციონერს უნდა ჰქონდეს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება დამატებით რეჟიმებს, როგორიცაა ჰაერის გაწმენდის, გათბობის, დატენიანების, ვენტილაციის, ღამის, ავტომატური ჩართა/გამორთვის და ა.შ. რეჟიმები.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იონიზაციის ფუნქცია, რომელიც აუმჯობესებს კონდიციონერთან ერთად ძილს, შრომისუნარიანობის ხარისხს, იმავეს თქმა შეიძლება დატენიანების ფუნქციაზე. ალბათ გსმენიათ, როცა ადამიანები ჩივიან, რომ კონდიციონერი უშრობთ ცხვირსა და ყელს, ატკივებთ თავს, ეს იმიტომ ხდება რომ ჰაერი შრება გაგრილების დროს, დატენიანების ფუნქციით კი მსგავს დისკომფორტს თავიდან აიცილებთ.

კარგია, თუ კონდიციონერს ექნება wi-fi-ით მართვის ფუნქცია, მისი მეშვეობით, კონდიციონერის მართვას სმარტფონით შეძლებთ, მაგალითად, სამსახურიდან ახალგამოსულს შეგიძლიათ ჩართოთ კონდიციონერი, რათა სახლში მისულს გრილი და კომფორტული ოთახი დაგხვდეთ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ექსტრაზე შეძენილ ტექნიკას, მათ შორის კონდიციონერს, აუცილებლად მოჰყვება გარანტია, რომლის პირობებით სარგებლობა მითითებული ვადის განმავლობაში უპრობლემოდ შეგიძლიათ.

თუ ამ ეტაპზე ერთიანი თანხა არ გაქვთ, ან სულაც სხვა მიზნებისთვის აგროვებთ ფულს და თან გსურთ, რომ ქალაქიდან გასვლამდე სიგრილე გქონდეთ სახლში, ექსტრა გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ ონლაინ განვადებით, შეიძინოთ კონდიციონერი დღეს და გადაიხადოთ -ხვალ.

ექსტრას საიტზე წინასწარ შერჩეულ ნივთს მიუთითებთ, რომ გსურთ განვადებით შეძენა, შეავსებთ აპლიკაციას მოთხოვნილი ინფორმაციით და ძალიან მოკლე დროში მიიღებთ პასუხს განვადების დამტკიცების თაობაზე.

ასე მარტივად, საცობებისა და რიგების გვერდით ავლით, ძალიან მშვიდად შეძლებთ შეარჩიოთ და შეიძინოთ კონდიციონერი ექსტრაზე - საიტზე, სადაც ნებისმიერ რამეს იპოვით, რაც გაგიხარდებათ.

(R)

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება