ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვილის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატი გიორგი ტაბატაძე აცხადებს, მისთვის, გაუგებარია, თუ რას ეფუძნება მოსამართლის გადაწყვეტილება.

„მოსამართლემ დადგენილება გამოაცხადა, რის მიხედვითაც, 2 500-ლარიანი ჯარიმა დაუწერა, როგორც ნიკა მოსიაშვილს, ასევე ზურაბ ჯაფარიძეს. ეს დადგენილება ჩვენს მიერ აუცილებლად გასაჩივრდება, რადგან გაუგებარია, რას ეფუძნება. ჩვენ ვიდეომტკიცებულებები წარვადგინეთ, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ მათ არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რომ პოლიციელები, რომლებმაც ჩვენება მისცეს, ცრუ მოწმეები, მათ სასამართლოში ტყუილი თქვეს, რეალურად, ეს პოლიციელები იქ არ ყოფილან“, - განაცხადა ტაბატაძემ.

ცნობისთვის, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულ მათგანს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500 - 2 500 ლარი დააკისრა. „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 8 მარტს, პარლამენტთან დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს