საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანია „აპტოსი“, „კოლხიდა 2023“-ს უმასპინძლებს

თბილისში 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესი, „კოლხიდა 2023“ ჩატარდება, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანია „აპტოსი“ უმასპინძლებს.

როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახისა და სხეულის გადასაჭიმი, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია „აპტოსი“, დამსწრეებს უნიკალურ ფორმატსა და დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება.

„საქართველოს ბიზნესასოციაცია მოხარულია, რომ ჩვენი წევრი კომპანიები ასე სოლიდურად არიან წარმოდგენილნი და მასპინძლობენ ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის ფორმირებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ „კოლხიდა 2023“ შექმნის დაუვიწყარ გამოცდილებას, რაც, თავის მხრივ, პროფესიონალ ექიმებს შორის გახდება ახალი და ღირსეული თანამშრომლობის დასაბამი“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 90-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის იქნება მსოფლიოში ცნობილი და წამყვანი 120 სპიკერი. კონგრესი ამ წელსაც აგრძელებს ტრადიციას და დამსწრე პროფესიონალებს გაუზიარებს ცოდნას პლასტიკურ ქირურგიაში, დერმატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში.

ამასთან ერთად, „კოლხიდა 2023“ უმასპინძლებს ესთეტიკურ ინდუსტრიაში წამყვანი ბრენდების გამოფენას, სადაც ნაჩვენები იქნება პლასტიკურ ქირურგიაში არსებული უახლესი მიღწევები და ულტრათანამედროვე დერმატოლოგიური პროდუქტები.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის