რელიგიის სააგენტოსა და ამერიკული „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" კონფერენციის ორგანიზატორები მიხეილ სარჯველაძემ მიიღო

დღეს, საქართველოს პარლამენტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციის, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი" ინიციატივით გამართული საერთაშორისო კონფერენციის, „რელიგია და კანონის უზენაესობა", ორგანიზატორები და მონაწილეები ეწვივნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მათ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უმასპინძლა.

„საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ ფორუმს მასპინძლობს, რადგან რელიგიის თავისუფლება, ადამიანის რელიგიური უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის. ქვეყანაში ამ მხრივ, ბევრი კეთდება და მათ შორის, აღსანიშნავია რელიგიის სააგენტოს აქტიური საქმიანობა.

სტუმრებმა გამოთქვეს ინიციატივა, რომ სასურველია თბილისი საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების რეგიონული ჰაბი გახდეს, რასაც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარისა და სააგენტოს მხარდაჭერა მოჰყვა, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

„გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს ჩენიმ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადეს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს მიღებისთვის და გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანის რელიგიური უფლებების განმტკიცების პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" ექსპერტები: გრეგ მიტჩელი, ელიზაბეტ კლარკი,მარკ ერზეგი, ნადინე მაენზა, მარკ ჰილი, ეველინა ოჩაბი, ვეიდ კუსაკი, ბულატ სარსანბაევი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და იურისტი ალექსანდრე შეყილაძე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება