ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამიამ ეგრევე შეცდომა დაუშვა, „Go Go ჟენიათი” დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება

ნიკა გვარამიამ ეგრევე შეცდომა დაუშვა, „Go Go ჟენიათი” დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ გვარამიას პოლიტიკური წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერს შემატებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის რეიტინგი თანდათანობით იკლებს.

„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე თუ 30%-ზე მეტი იყო, ახლა მათ 20%-ზე ნაკლები აქვთ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, არც ერთს არ აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, არამხოლოდ შევინარჩუნოთ დღეს არსებული მდგომარეობა, არამედ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საზოგადოების მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს აღებული. რაც შეეხება კონკრეტულ პერსონებს, რა თქმა უნდა, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე არსებითი ცვლილება შეიტანონ პოლიტიკურ პროცესებში. ვნახეთ, რომ გვარამია გამოვიდა ციხიდან, ნეტავ რამდენიმე დღით გვიან გამოსულიყო, ეგრევე შეცდომა დაუშვა Go Go ჟენიათი დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ გვარამიას პოლიტიკური წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერს შემატებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“,- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადება კავკასიურ გაერთიანებაზე ცარიელი პროვოკაცია იყო.

„როდესაც საუბარია კავკასიურ გაერთიანებაზე, მათ შორის, ის გულისხმობს იმ რეგიონებს, რომელიც დღეს არიან რუსეთის ფედერაციული სუბიექტები. საუბარია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულზე. ეს არის მორიგი პროვოკაციული განცხადება სააკაშვილის მხრიდან. ეს არის მორიგი „პრიგოჟინისტული“ განცხადება, რაც სააკაშვილმა გააკეთა. კიდევ კარგი ეს ადამიანები, მიხეილ სააკაშვილი, გვარამია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხაბეიშვილი და ასე შემდეგ არ არიან ხელისუფლებაში. ქვეყანაში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. გარანტირებულად გეუბნებით, მათ რომ მოეხერხებინათ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, 2021 წელს 43% რომ არ გადაგველახა და ასე შემდეგ, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენა მათმა „პრიგოჟინისტულმა“ დამოკიდებულებამ იმ დღეს, როდესაც ეს პროცესები ვითარდებოდა რუსეთის ფედერაციაში. კიდევ კარგი ისინი ხელისუფლებაში არ არიან“,- აღნიშნა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას