საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს სტუმრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად უნგრეთის ეროვნულ პოლიციას ესტუმრა და დეტალური ინფორმაცია მიიღო საპოლიციო დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ.

ვახტანგ გომელაურმა ასევე მოინახულა უნგრეთის ეროვნული პოლიციის სპეციალურ დავალებათა დანაყოფი, რომელიც სპეციალური ოპერაციების განხორციელებისას ადგილობრივი პოლიციის დახმარებას უზრუნველყოფს.

ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური, დელეგაციის წევრებთან ერთად ასევე ეწვია უნგრეთის კონტრ-ტერორისტულ ცენტრს და დეტალურად გაეცნო ინფორმაციას ცენტრის საქმიანობის შესახებ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური უნგრელ კოლეგას - შანდორ პინტერს უკვე შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა, სადაც სტუმრებს შანდორ პინტერმა უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დღეს დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში