მაია ბითაძე - ცვლილებების მიხედვით, გათვალისწინებულ იქნა გამონაკლისი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე, შესაძლებელია, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ყოლა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და წერს, რომ ცვლილებების მიხედვით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე გათვალისწინებული იქნება გამონაკლისი, სადაც მეპატრონეს შესაძლებლობა ექნება ძაღლი საბელის ან ალიკაპის გარეშე ყავდეს.

როგორც მაია ბითაძე განმარტავს, ძალაში რჩება საბელის ან ალიკაპის გამოყენება, რომელიც კანონის ადრე მოქმედი რედაქციითაც იყო სავალდებულო. მეპატრონემ, სურვილისამებრ, უნდა აირჩიოს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთის გამოყენება.

„საქართველოს პარლამენტმა, სამი მოსმენით, მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

ცვლილებების მიხედვით, გათვალისწინებულ იქნა გამონაკლისი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე, შესაძლებელია, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ყოლა.

ძაღლის ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის, ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე კი, პასუხისმგებლობა მკაცრდება.

ხაზგასასმელია ფაქტი, რომ ძალაში რჩება საბელის, ან ალიკაპის გამოყენება, რომელიც კანონის ადრე მოქმედი რედაქციითაც იყო სავალდებულო. მეპატრონემ, სურვილისამებრ, უნდა აირჩიოს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთი - ან საბელი, ან ალიკაპი.

მიღებული ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში, ან სკვერში ყოლა (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გაფრთხილების, ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა).

ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.

ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ, ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა,’’ - წერს მაია ბითაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში