რელიგიის სააგენტოსა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი კონფერენცია დასრულდა

რელიგიის სააგენტოსა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი სამდღიანი კონფერენცია დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციის - „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“, საერთაშორისო კონფერენციის მესამე დღე, რომლის სახელწოდებაც არის „რელიგია და კანონის უზენაესობა“, ორგანიზაცია LYNC-ისა და ყაზახეთის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციით დაიწყო.

„LYNC (Love Your Neighbor Community, გიყვარდეს შენი სამეზობლო) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს რელიგიურ თავისუფლებას აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და რელიგიურ თემებთან პარტნიორობით, სტრატეგიული საზოგადოების მშენებლობისა და ღმერთის სიყვარულის პრაქტიკული და ხელშესახები გზით გავრცელების გზით.

ყაზახეთი დიდი ხანია, რაც თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან და სწორედ თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შედგა LYNC-ყაზახეთის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.

შემდგომ, პარალელური ქალთა ღონისძიების ანგარიში წარმოადგინა ჰალინა კუსაკმა.

ბოლოს, მრგვალი მაგიდის ფორმატში, მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კონფერენციის მთავარი თემის, რელიგიისა და კანონის უზენაესობის შესახებ გამომსვლელთა მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებთან დაკავშირებით.

ღონისძიების ბოლოს, კონფერენციის მუშაობა შეაჯამა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს და იმედი გამოთქვა, რომ სამდღიანი აქტიური მუშაობა რეალურ და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.

ამით საერთაშორისო კონფერენციამ მუშაობა დაასრულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს