სამოქალაქო ინჟინერია - ქართული და ამერიკული დიპლომის მოპოვების უნიკალური შესაძლებლობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ, კალიფორნია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბაროთ სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამაზე და მოიპოვოთ დიპლომი, როგორც ამერიკული, ისე ქართული უნივერსიტეტიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური, როგორც ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაზე, 2250 ლარია.

„ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის, ორი (ამერიკული და ქართული) დიპლომის მოპოვებისა და ერთი-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების უნიკალური შესაძლებლობა.

სწავლის პროცესში შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია).

პროგრამის არჩევა უკვე შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ცენტრის (NAEC) ბაზაში კოდით 0100130.

მეტი ინფორმაციისთვის დარეგისტრირდი ღია კარის დღეზე, რომელიც ჰიბრიდული ფორმატით ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება.

ღია კარის დღეზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:

ვირტუალური ტური ილიაუნის ტექნოლოგიების კამპუსში:, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის