ირაკლი ქადაგიშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის ყბადაღებული ნარატივი: „დაასანქცირეთ საქართველო“, მავნებლური პროპაგანდა თავიდან ბოლომდე ტყუილზე, ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი, მაგრამ ისინი ზნეს არ შეიცვლიან

აინტერესებდათ, როგორ ხორციელდება შესაბამისი ინსტიტუციების მიერ სანქციების პოლიტიკის აღსრულება - ეს გამოცდილება საინტერესო იქნება მათთვის, რათა იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვისთანაც ეს კომისია მუშაობს ანალოგიურ საკითხებზე, ჩვენი გამოცდილება იყოს ერთგვარი გზამკვლევი და მაგალითიც , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის დევიდ ო 'სალივანის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ვიზიტსა და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, დადასტურდა, რომ ოპოზიციის პროპაგანდა ამ საკითხზე ტყუილზე იყო აგებული.

"ის, რომ საქართველო პირნათლად იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესს, დადასტურებულია სხვადასხვა ანგარიშით და ოფიციალური განცხადებებით როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე ევროკავშირის მხრიდან. ბოლო ვიზიტი რაც განხორციელდა საერთაშორისო სანქციების აღმასრულებელი მონიტორინგის ჯგუფის მხრიდან, იყო ერთგვარი დადასტურება იმისა, რომ მაღალ შეფასებას აძლევდნენ საქართველოს მიერ გაწეულ ამ სამუშაოს და კონკრეტულად აინტერესებდათ, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ყველა შესაბამისი ინსტიტუციის მიერ ამ პოლიტიკის აღსრულება. ეს გამოცდილება საინტერესო იქნება მათთვის იმისათვის, რომ იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვისთანაც ეს კომისია მუშაობს ანალოგიურ საკითხებზე ჩვენი გამოცდილება იყოს ერთგვარი გზამკვლევი და მაგალითიც, მით უმეტეს, საუბარი არის ხოლმე პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, როლებსაც დაახლოებით შეიძლება ანალოგიური ტიპის გამოცდილება ჰქონდეთ.

რაც შეეხება ოპოზიციის ყბადაღებულ ნარატივს: "დაასანქცირეთ საქართველო", რომელსაც დაუღალავად იმეორებენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათი ეს მავნებლური პროპაგანდა თავიდან ბოლომდე ტყუილზე, ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი, მაგრამ ისინი ზნეს არ შეიცვლიან და იგივე სიჯიუტით გააგრძელებენ ქვეყნის წინააღმდეგ ამ პროპაგანდას", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა