დევიდ ო’სალივანი - საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება და არ ახორციელებს, თუმცა საქართველო ძალიან სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებას  არ დაუშვას, მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული

საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს, მაგრამ საქართველო საშუალებას არ იძლევა მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული. ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“გამიხარდებოდა იმის თქმა რომ შემეძლოს, რომ სადმე სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ზომები, რომლებიც აქ [საქართველოში] იქნა მიღებული, ძალიან მყარი გარანტიაა იმის, რომ [სანქციებისთვის] გვერდის ავლა არ მოხდება…

იმ მიზეზების გამო, რომლებიც უკვე ვახსენე, საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს. თუმცა ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ არის ის, რომ საქართველო ძალიან სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებას არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული, იქნება ეს საქონლით ვაჭრობა, კონკრეტულად კი 38 საბრძოლო საქონელი თუ ფინანსური სერვისები”, - განაცხადა ო’სალივანმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში