საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანია FCC Aqualia-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

კომპანია Aqualia-ს აქციონერებმა, მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ფონდის IFM-ის წარმომადგენლებმა, FCC Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორთან ფელიქს პარასთან და GGU ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან ხოსე მიგელ სანტოს გონსალესთან ერთად Aqualia-ს მფლობელობაში არსებული „ჯივიპის“ ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს და ადგილობრივ მენეჯმენტთან ერთად თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინვესტიციები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეიძინა. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები FCC (51%) და IFM (49%) არიან.

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში ახალი ინვესტორის შემოსვლისთანავე სისტემის მდგომარეობის უპრეცედენტო შესწავლა და სიღრმისეული აუდიტი დაიწყო. ჩატარებული სისტემის სრულფასოვანი კვლევის საფუძველზე მზადდება თბილისის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისა და სამუშაოების სამოქმედო გეგმა.

ვიზიტის ფარგლებში FCC აქუალიას აღმასრულებელი დირექტორი და IFM ინვესტორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ და ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

,,FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ფელიქს პარას და IFM-ის აქციონერების ვიზიტი, ხაზს უსვამს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობასა და თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის პრიორიტეტულობას Aqualia-სთვის. აქციონერები მზად არიან მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საქმიანობასა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის წყალმომარაგების ხარისხი და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება”, - აცხადებს GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი.

კომპანიის ცნობით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უახლოეს მომავალში თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით